About us

რის გვწამს ჩვენ


ჩვენ გვწამს, რომ ბიბლია, (ძველი და ახალი აღთქმის კანონიკური წიგნები)_ არის ღმერთის სიტყვა, დაწერილი სულიწმინდის შთაგონებით და შედგება, ძველი აღთქმის 39 და ახალი აღთქმის 27 წიგნისაგან.

განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.- (იოან. 17.17)

ბიბლია ღმერთის შეცნობის ჭეშმარიტ წყაროს წარმოადგენს, უცხადებს ღმერთის ნება სურვილს, შეიცავს ღმერთის აღთქმებს, კანონებსა და წინასწარმეტყველებებს და მიუთითებს დახსნის გზაზე.

მთელი წერილი ღვთივსულიერია სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. – (2ტიმ. 3,16)

ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმინდის მიერ აღძრულნი ღვთისაგან წარმოთქვამენ მას. – (2პეტ.1,21).

გამოიწვდინა უფალმა თავისი ხელი და და შეეხო ჩემს ბაგეს და მითხრა მე უფალმა; აჰა, მე ჩაგიდევი ჩემი სიტყვები ბაგეში.-(იერ. 1,9)

მე ვამოწმებ ყველასათვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები; თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს, თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლი ხისგან, წმინდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.-(გამოცხ. 22,18-19)

ბიბლია გვიხსნის ჭეშმარიტებას, გვაუწყებს უფლის სიყვარულს და მარადიულ სიცოცხლეს ქრისტეიესოში

უთხრა იესომ; მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.-(იოან.14,6) ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და სიცოცხლე მის ძეშია. ვისაც ძე ჰყავს, აქვს სიცოცხლე. ვისაც ძე არ ჰყავს არ აქვს სიცოცხლე.-(1იოან.5,11).

წმინდა წერილი ქრისტიანული რწმენის წყაროს და მორწმუნეთა სულიერ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

რწმენა-მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა ქრისტეს სიტყვებისაგან.-(რომ. 10,17). ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს...-(2პეტრ.1,19) მათ.22,29; რომ. 15,4; 2ტიმ. 3,14-16; ებრ. 4,12.

ღმერთზე ჩვენ გვწამს, ერთი ცოცხალი, ჭეშმარიტი და მარადიული ღმერთი. ჩვენ გვწამს, ღმერთი შემოქმედი, რომელმაც შექმნა ცა, და მიწა მთელი მისი სისავსე. მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე. ჩემი ხელით გადავფინე ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე.-(ეს.45,12)

უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, მსოფლიო და მასზე დამკვიდრებულნი.-(ფს.23,1). ეს.40,26-29; საქ. 17,24-28; ეს.42,5;

ჩვენ გვწამს დაუსაბამო, უბრძნესი, ყველგან მყოფი, ყოვლისშემძლე ღმერთი.

მე ვარ ანი და ჰოე-- ამბობს უფალი ღმერთი. ის ვინც არის და ვინც იყო ვინც მოდის ყოვლისმპყრობელი.-(გამოცხ.1,8) დიდია უფალი და დიდძალოვანი. მისი გონიერება განუზომელია.-(ფს.146,5) შენთვის ცნობილია როდის ვჯდები და ვდგები. გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.(ფს.139,2)

ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი სულია, ადამიანისთვის უხილავი.ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით.-(იოან. 4,24)

ღმერთი არასოდეს არავის უნახავს, მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა განაცხადა.-(იოან. 1,18) გამოსვ.33,20; 1იოან.4,12

ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლი დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა.-(რომ.1,20)

ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი სრულქმნილი, მართალი და წმინდაა. მაშ, იყავით სრულყოფილნი ისევე, როგორც თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი.-(მათ.5,48)

თვითონაც იყავით წმინდები ყოველ საქციელში, როგორც წმინდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ, რადგან წერია; იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე.-(1პეტრ.1,15-16)

ღმერთი მოწყალე და სამართლიანია. იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.-(ლუკ.6,36)

მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.-(ფს.118,137)

რამეთუ მწყალობელია და შემყვარებელია უფალი.-(იაკ.5,11) ფს. 85,5; ფს.114,5; ლუკ. 10,30-37; მათ.9,36;

ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი სიყვარულია. რამეთუ ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.-(იოან.3,16)

ღმერთი სამება ჩვენ გვწამს სამება ერთარსება ღმერთი; მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი.

რადგან სამნი მოწმობენ ცაზე-მამა, სიტყვა და სულიწმინდა და ეს სამი ერთია.-(1იოან..5,7)

ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა ციდან მეტყველი; ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.-(მათ.3,16-17)

ა) მამა ღმერთი. რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.-(იოან. 6,27) ჩვენ ერთი მამა ღმერთი გვყავს.-(1კორ.8,6)

ბ) ძე ღმერთი იესო ქრისტე....... რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.-(იოან. 6,27) მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული ამინ.-(რომ.9,5) უდაოდ დიდია ღვთის მოსაობის საიდუმლო. ღმერთი გამოჩნდა ხორცში< ნაქადაგები იქნა წარმართებში. მიღებული იქნა წუთისოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში.-(1ტიმ.3,16) მე და მამა ერთი ვართ.-(იოან.10,30) ის, თუმცა ღვთის ხატება იყო, მიტაცებად არ თვლიდა ღვთის თანასწორად ყოფნას.-(ფილ.2,6)

გ) სულიწმინდა ღმერთი - პეტრემ უთხარა; ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ? რომ მოგეტყუებინა სულიწმინდა და დაგემალა ყანის საფასურიდან? შენ ეცრუე არა ადამიანებს არამედ ღმერთს.-(საქ.5,3) ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. მონატლეთ ისინი მამისა, ძისა და სულიწმინდის სახელით.-(მათ.28,19) მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სულიწმინდისა იყოს ყველასთან თქვენთან, ამინ.-(2კორ. 13,13)

ჩვენ გვწამს, რომ ყოველ ზეცით შობილ ადამიანს თავისში ჰყავს მამა, ძე და სულიწმინდა. ყოველს, ვინც შორდება და არ რცება ქრისტეს მოძღვრებაში, არ ჰყავს ღმერთი. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ყავს და ძეც.-(2იოან.9)

ვინც აღიარებს ძეს, მამაც ჰყავს.-(1იოან.3,23)

იესო ქრისტე ღმერთი ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტე არის ძე ღმერთისა. იგი დასაბამიდან ღმერთია. მოვიდა ძე ღმერთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში; ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.-(იოან.5,20; რომ. 9,5)

ქრისტე სამყაროს შემოქმედია, მარად მყოფი და მეუფებს ყველაფერზე.

მე ვარ ანი და ჰაე,- ამბობს უფალი ღმერთი. ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმყოფელი.-(გამოცხ.1,8)

ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი ღმერთისა და ცოდვიან ადამიანს შორის.

ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცს შორის შუამავალი_ კაცი ქრისტე იესო, რომელმაც თავი გასწირა ყველას გამოსახსნელად. – (1ტიმ.2,5)

შვილნო ჩემნო ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე - მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი წუთისოფლის ცოდვების მიმტევებელი.-(1იოან.2,1-2)

ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილშია. დარომ დამარხულ იქნა და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილშია.-(1კორ. 15,3-4)

ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის, და აღდგა მესამე დღეს ჩვენ გასამართლებლად.-(რომ. 4,25)

მან გაიმარჯვა სატანაზე, სიკვდილზე და ჯოჯოხეთზე.

სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის ჯოჯოხეთო შენი ძლევა?- (1კორ. 15,55) ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე წარმოადგენს ღმერთის აღთქმულ ცხებულს - მესიას და ერთადერთ მხსნელს ქვეყნისას. ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით. – (საქ. 2,36)

უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსრულთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა განსაკურნებლად. უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად. –(ლუკ.4,18-19)

ჩვენ გვწამს, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, ამაღლდა ზეცად, დაჯდა მამა ღმერთის გვერდით და გახდა მღვდელმტავრად და შუამდგომლად ჩვენთვის მამა ღმერთის წინაშე.

ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმინდაში, ჭეშმარიტის ანარეკლში, თვით ცაში, რათა წარსდგეს ღვთის წინაშე. – (ებრ. 9,24) გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე- მართალი იესო ქრისტე.-(1იოან.2,1)

ქრისტე კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით. არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმინდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.-(ებრ.9,11-12)

ჩვენ გვწამს, რომ მკვრედით აღმდგარი, ამაღლებული და განდიდებული იესო ქრისტე არის დამფუძნებელი და თავი ეკლესიისა.

და როცა მოვიდა სისავსე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე.-(გალ.4,4)

რაკი იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლის ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისაგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა.-(1პეტრ.1,18-19)

იესო ქრისტე ჩაისახა სულიწმინდით, დაიბადა ქალწული მარიამისაგან და მასში გაერთიანდა ღვთიური და ადამიანური ბუნება.

მამა არავის სჯის, არამედ მთელი სამსაჯავრო ძეს გადაეცა.-(იოან.5,22)

ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განიკითხავს სიმართლით წინასწარ არჩეული კაცის ხელიტ. ყველა დაარწმუნა იმით, რომ იგი მკვდრეთით აღადგინა. – (საქ. 17,31)

მაშინ გამოჩნდა კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქვამს დედამიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით .-(მათ.24,30). მარკ 14,62 ლუკ. 21,27.

სულიწმინდის შესახებ ჩვენ გვწამს, რომ სულიწმინდა არის ღმერთის მესამე სახეობა და ფლობს ღვთიურ ყველათვისებას. კერძოდ; ყოვლისმცოდნეობას.-(საქ,5,3-4)

ჩვენ კი გაგვიმხილა ღმერთმა თავისი სულით. ვინაიდან სული წყვეტს ყოველივეს, ღვთის სიღრმეებსაც,-(1კორ.2,10)

ყოვლისმძლეობას - რომ. 15,19

ყველგანმყოფელობას_საით წახვალ შენს სულს და შენს სახეს სად გაექცევი?--ფს.138,7 სიწმინდეს _ ნუ დაანაღვლიანებთ ღმერთის სულიწმინდას, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენ გამოსყიდვის დაღისათვის. - თეს.4,30

სულიწმინდა მარადისობიდან იქმს ღმერთის საქმეებს.

ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლად ძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე/-(იობ.33,4)

გავუშვებ შენს სულს-წარმოიქმნებიან და განახლდება პირი დედამიწისა.-(ფს.103,30) სულიწმინდა შთააგონებდა წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს. ვინაიდან წინასწარმეტყველება არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმინდის მიერ ღვთისგან წარმოთქვამდნენ მას/-(2პეტ.1,21)

ჩვენ გვწამს, რომ სულიწმინდა გამოგზავნილია ზეციდან ორმოცდაათიანობის დღეს ქრისტეზე დასამოწმებლად, რათა განდიდდეს იგი და აღსაშენებლად.

თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა თქვენზე სულიწმინდა და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში. მთელს იუდაში, სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.-(საქ.1,8)

როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.-_(იოან,16.13-14)

სულიწმინდა ამხელს ქვეყნიერებას ცოდვაში, და სასამართლოს შესახებ. ააღორძინებს მორწმუნე ადამიანს ცხოვრობს მასში და უზრუნველყოფს მის სულიერ ზრდას.

როდესაც ის (სულიწმინდა) მოვა/ამხილებს წუთისოფლის ცოდვას, სიმართლისა და სამსჯავროს გამო,რომ არ მიწამეს. სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივართ და ვერასოდეს მიხილავთ. სამსჯავროს გამო,რომ ამ წუთისოფლისა მსჯავრდებულია.-(იოან. 16.8-11)

მან გვიხსნა არა მართალი საქმის გამო. რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმინდის მიერ განახლებით.-(ტიტ.3,5) 1კორ.3,16 იოან. 3,3-5...რომ.8,19

ჩვენ გვწამს, რომ სულიწმინდა ასწავლის, ხელმძღვანელობს, არიგებს, ამხნევებს და ანუგეშებს მორწმუნეს.

ხოლო ნუგეშისმცემელი კი სულიწმინდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.-(იოან. 14,26)

ხოლო ჩვენ მივიღეთ არა სოფლის სული, არამედ სული ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ ღმერთისაგან ჩვენთვის მონიჭებული. და ამას ვლაპარაკობთ არა ადამიანთა სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმინდისაგან შევისწავლით.-(1კორ. 2,12-13)

თუ თქვენში იმყოფება მისი სული ( სულიწმინდა), ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.-(რომ.18,11) ეფს. 3,16; 1კორ. 6,11; რომ. 8,13-14;2კორ.3,17-18; 2ტიმ.1,7.

ჩვენ გვწამს, რომ სულიწმინდა აძლევს მორწმუნეს დიდ სიხარულს, სიყვარულის უნარს და მშვიდობას.

ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ სასმელი კი არ არისარამედ სიმართლე, მშვიდობა, სიხარული სულიწმინდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისათვის და მისაბაძი ადამიანთთათვის.(რომ 14,17-18)

სულიწმინდა ანიჭებს ადამიანს კეთილი ნაყოფის მოტანის უნარს

ხოლო სულის ნაყოფია; სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა,სახიერება, სიკეთე, სიმშვიდე, თავშეკავება, ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.-(გალ.5,22)

სულიწმინდა გვამაგრებს უძლურებაში და შუამდგომლობს ჩვენთვის ღმერთთან.

ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას. ვინაიდან არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით,ხოლო გულთამხილველმა, იცის რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ ღვთის ნებით შუამდგომლობს წმინდათათვის.-(რომ,8,26-27)

ჩვენ გვწამს,რომ სულიწმინდა აძლევს უფლის შვილს ნიჭსა და უნარს ეკლესიის მსახურებისათვის.

თვითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს ცოდნის სიტყვა იმავე სულით, ზოგს რწმენა იმავე სულით. და ზოგს განკურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს სასწაულმოქმედება. ზოგს წინასწარმეტყველება, ზოგს სულების გარჩევა, ზოგს სხვადასხვა ენები, ზოგს ენების განმარტება, ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს.-(1კორ.12,7-11)

ადამიანის შესახებ

1) ადამიანის შექმნა

ჩვენ გვწამს, რომ ღმერთმა შექმნა უცოდველითავის ხატად და მსგავსად.

შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.-(დაბ.1,27 დაბ.1,26.5.1)მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე.-(ეს.45,12) ადამიანს აქვს სული, სუნთქვა და სხეული.

ღმერთმა ადამიანს მისცა სიბრძნე და ძალაუფლება გარემო სამყაროს ფლობისათვის

აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა; ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, უპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.-(დაბ.2,15)

აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუსავებლად და დასაცავად.-(დაბ.2,15)

ღმერთმა ადამიანი შექმნა თავისუფალი ნებით.

გააფრთხილა უფალმა ადამიანი და უთხრა; ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში მხოლოდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ ჭამო, რადგან როცა კი შეჭამ-მოკვდები.-(დაბ. 2,16-17)

ახლავე გადაწყვიტეთ ვის ემსახუროთ....... მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით.-(იესო ნავეს ძე. 24:15)

2) ადამიანის ცოდვაში ჩავარდნა. ადამიანმა დაარღვია ღმერთის დავალება და ჩავარდა ცოდვაში. ადამის ცოდვაში ჩავარდნით მთელმა კაცობრიობამ მემკვიდრეობით მიიღო ცოდვა და სიკვდილი.

როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა.-(რომ. 5,12)

3) ადამიანის გამოსყიდვა ჩვენ გვწამს, რომ ადამიანის გამოსყიდვა აღსრულდა გოლგოთის ჯვარზეიესო ქრისტეს ნებაყოფლობითი მსხვერპლით ჩვენი ცოდვებისათვის.

მეორე დღეს იოანემ იხილა მისკენ მომავალი იესო და თქვა; აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას.-(იოან. 1,29)

რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ჯვარზე თავისი სხეულით, რათა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ ცოდვისათვის მკვდრებმა. მისი ჭრილობებით თქვენ განიკურნეთ.—(1კორ.2,24)

ღმერთი ადამიანს სთავაზობს ქრისტეში უსასყიდლოდ დახსნას.

მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ.-(მათ. 11,28)

ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით.-(რომ.3,23)

ადამიანზეა დამოკიდებული რწმწნით მიიღოს შემოტავაზებული დახსნა, თუ უარყოს მარადიული სიცოცხლე.

ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდებული იქნება.-(მარკ.16,16)

მე ნათელი მოვედი წუთისოფელში, რათა არც ერთი, რომელსაც ჩემი სწამს, ბნელში არ დარჩეს. ხოლო მას, ვინც მე უარმყოფს და არ იწამებს ჩემს სიტყვას, რომელიც წარმოვთქვი მის უკანასკნელ დღეს.-(იოან12,46-48)საქ.10,43

ჩვენ გვწამს, რომ ცოდვანი ადამიანის ღმერთთან მისვლისათვის საჭიროა რწმენა, რომელიც ეძლევა ადამიანს სულიწმინდის მოქმედებისა და ღმერთის სიტყვის მოსმენის საშუალებით.

ამრიგად, რწმენა მოსმენისაგან, ხოლო-მოსმენა ქრისტეს სიტყვისაგან.-(რომ.10,17). ებრ.11,6; საქ.4,4

რწმენას ადამიანი მიჰყავს მონანიებამდე, მკვდარი საქმეებიდან შემობრუნებამდე და გადარჩენამდე იესო ქრისტეში.

მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას.-(საქ. 10,43)

ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია.-(ეფეს.2,8)

რწმენა ადამიანში აღძრავს სურვილს მიენდოს ღმერთს და იყოს მისი მორჩილი.

ვინაიდან ვიცი, ვისაც ვერწმუნე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის.-(2ტიმ.1,12) რომ. 4,18-21.

იესო ქრისტეს ღმერთად და მხსნელად აღიარება, წარმოადგენს დასტურს ჭეშმარიტი რწმენისა.

ჩვენ გვწამს და ამიტომაც ვლაპარაკობთ.-(2კორ.4,13)იოან. 20,28; რომ, 10,9-10;მათ. 10,32-33; ლუკ. 12,8-9;

ჭეშმარიტ რწმენაზე მოწმობაზე კეთილი საქმეები.

ასევეა რწმენაც; თუ საქმეები არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია.-(ლუკ. 2,17). გალ. 5,6;

4) მონანიება, მოქცევა, განახლება და გამართლება. ჩვენ გვწამს, რომ მონანიება ადამიანს ეძლევა ღმერთისგან და ღმერთისავე მადლით.

ღმერთს ადიდებენ და ამბობენ; აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.-(საქ. 11,18)

ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიყევხარ.-(რომ. 2,4) საქ. 2,37-38.

მონანიება და მოქცევა (შემობრუნება) თავისში მოიცავს ჭმუნვას ცოდვის გამო, იწვევს აღიარებას ღმერთის წინაშე, ცოდვების მიტოვებას და იესო ქრისტეს მიიღებს საკუთარ მხსნელად.

ვინაიდან ღვთის გულისათვის დანაღვლიანება წარმოშობს სინანულს სახსნელად.-(2კორ. 7,10)

ვინც მათ(ცოდვებს) აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებულ იქნება.-(იგავ. 28,13)

ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევას და მონანიების ღირს საქმეებს ვაკეთებდი.-(საქ.26,20)

ჩვენ გვწამს, რომ ცოდვიანი ადამიანის მოქცევა და იესო ქრისტეს პირად მხსნელად მიღება, შედეგია სულიწმინდით მაღლიდან შობისა და უფლის სასუფევლის დამკვიდრებისა.

ხოლო ვინც კი მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისაცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.-(იოან.1,12)

მან თავისი სურვილებით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფნი მის მიერ შექმნილთა შორის.-(იაკ.1,18) იოან. 3,5; 1 კორ. 4,15; გალ.3,26;

ზეციდან შობის საშუალებით ადამიანი ხდება უფლის შვილი და ტაძარი ღვთისა

ვინც ქრისტესია, ის ახალი ქმნილებაა.-(2კორ.5,17) გალ. 6,17;

თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება. წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისაკენ გამოგიხმოთ.-(1პეტ.2,9)

ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმინდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით.-(1კორ. 6,19)

ჭეშმარიტი ნიშნები აღორძინებისა არის; ცხოვრების სრული შეცვლა, სიძულვილი ცოდვისადმი, სიყვარული უფლისა, და სურვილი მასთან ურთიერთობისა, ღრმა სწრაფვა ქრისტეს მიმსგავსებისა და ღმერთის ნების აღსრულება. აგრეთვე სიყვარული ეკლესიისა.

უფლის მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება.-(ფს.96,10)

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.-(1იოან.3,14)

ღმერთის შვილნი რომ გვიყვარს, მაშინ ვგებულობთ, როდესაც გვიყვარს ღმერთი და ვიცავთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.-(იოან. 5,2-3) გალ.4.19;1იოან.3.14;

მაღლით შობილებს თავისში აქვთ სულიწმინდის მოწმობა, რომ ისინი ღმერთის შვილები და მარადიული სიცოცხლის მემკვიდრეები არიან.

ღვთის ძის მორწმუნეს აქვს თავის თავში მოწმობა;...... ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია.-(1იოან. 5.10-11)

სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ, ხოლო თუ შვილები-მემკვიდრენიც ღმერთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანა მემკვიდრენი.-(რომ. 8.16-17)

ჩვენ გვწამს, რომ მორწმუნე ადამიანის გამართლება ცვლის მის მდგომარეობას ღმერთის წინაშე. ათავისუფლებს მას დანაშაულისა და ცოდვისათვისმსჯავრდებების შიშის შეგრძნებისაგან. ვინაიდან ქრისტემ თავის თავზე აიღო დანაშაული და სასჯელი მთლიანად.

ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით მის რისხვას. უფრო მეტიც, ვიქადით ღმერთით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.-(რომ. 5.9-11)

ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით.-(რომ. 3.23-24). რომ. 4.25;3.28; გალ. 2.16

გამართლების შედეგს წარმოადგენს მარადიული მსჯავრდებებისა და ღმერთის რისხვისაგან განთავისუფლება, ქრისტეს სიმართლით შემოსვა, მშვიდობა ღმერთთან და ქრისტესთან ერთად დიდებული სამკვიდროს ფლობა.

მაშასადამე რაკი გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისდამი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიდექით ღვთის დიდების იმედით.-(რომ. 5.1-2)

ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად.-(რომ. 8.1)

რომელსაც სწამს იგი, ვინც ამართლებს უკეთურს, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ.-(რომ. 4.5)

მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.-(რომ. 5.1)

5) განწმენდა. ჩვენ გვწამს, რომ სიწმინდის გარეშე ვერავინ იხილავს უფალს.

ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმინდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.-(ებრ. 12.14)

ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმენდა, რათა განერიდოთ სიძვას, ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურობისაკენ, სიწმინდისაკენ.-(1თეს. 4.3-7)

განწმენდა წარმოადგენს იესო ქრისტეს რწმენის საშუალებით ცოდვილი ადამიანის გამართლების შედეგს.

ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმენდელი.-(ებრ. 10.10)

რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისაგან, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად.-(1კორ.1.30)

ქრისტიანი, მთელი თავის სიცოცხლის მანძილზე საჭიროებს მუდმივ განწმედას.

თავად მშვიდობის ღმერთმა წმინდა გყოთ სრულად და მთლიანად სული, სამშვინველი და სხეული დაცული იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისათვის.-(თეს. 1.30)

წმინდანი კვლავ წმინდანობდეს.-(გამოცხ.22.11)

რათა პატივისცემით წარადგინოს თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელშიც არ არის ლაქა ან მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ იმისათვის, რომ იგი იყოს წმინდა და უბიწო.-(ეფს. 5.27)

განწმენდა ცოდვისაგან გამოყოფაა, თავის მიძღვნაა ღმერთისათვის და იესო ქრისტეს სახედ გარდასახვა.

ქრისტე კი ყველასათვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისათვის, ვინც მისთვის მოკვდა და აღდგა.-(2კორ.5.15)

რათა გაწმინდდეს თქვენი გული უბიწოდ სიწმინდეში ჩვენი ღმერთის და მამის წინაშე, როცა მოვა ჩვენი უფალი იესო ქრისტე ყველა თავის წმინდასთან ერთად.-( 1თეს. 3.13)

განწმენდას ასრულებს ღმერთი, მორწმუნე ადამიანის მონაწილეობით. ღმერთის მხარე

და თვით მოსაობის ღმერთმა წმინდა გყოთ თქვენ სრულად.-( 1თეს. 5.23)

განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა.-(იოან. 17.17); ეფეს.5.25-26; ებრ. 10.10; 2თეს. 2.13

ადამიანის მოქმედების მხარე. რწმენა ქრისტეში, როგორც საკუთარი მხსნელის.

იმისგან ხართ თქვენ იესო ქრისტეში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისაგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.-(1კორ. 1.30)

უფლის წმინდა სიტყვების შესწავლა.

გაუფრთხილდი შენს თავს და სწავლებას და დარჩი ამაში, ვინაიდან ასე მოქმედებით შენს თავსაც გადაარჩენ და შენს გამგონეებსაც.-(1ტიმ. 4.16) იოან. 5.39; 15.3; იაკ. 1.21;

ნდობა უფლისა, ცხოვრების ყველა მდგომარეობაში.

ვიცი ვინც ვიწამე და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი ამ დღისათვის.-(2ტიმ. 1.12)

რომელსაც ძალუძს დაგივვათ დაცემისაგან და სიხარულით დაგაყენოთ უბიწონი თავისი დიდების წინაშე.-(იუდა. 1.24)

წმინდათა სიარული უფლის წინაშე.

წმინდანი კვლავ წმინდანობდეს.-(გამოცხ. 22.11)

6) ლოცვა

ლოცვა ეს არის საშუალება ადამიანის ურთიერთობისა ღმერთთან.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგეცემათ თქვენ.-(იოან. 16.23)

ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს.-(ფილ. 4.6) ლუკ. 18.1; რომ. 8.15; გალ. 4.6...

ლოცვაში ვუმხელთ ღმერთს ჩვენს სურვილებს, რომელსაც ძალუძს შეასრულოს ჩვენი თხოვნები, ვინაიდან ის დაგვპირდა გვიპასუხოს მისდამი მიმართულ თხოვნებზე.

მომიხმე მე გაჭირვების დღეს. გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.-(ფს. 49.15) ზაქ. 13.9; მათ. 26.4; ფილ. 4.6

ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ არა მარტო ჩვენთვის არამედ ყველა ადამიანისთვის; ეკლესიისთვის, სახარების გავრცელების წარმატებისთვის, ახლობლებისათვის, განსაცდელში მყოფთათვის, ჩვენი მეგობრებისათვის და მტერთათთვისაც კი.

ამრიგად უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებთ ჰყოთ ვედრებანი ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის. რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით.-(1ტიმ. 2.1-2)

მე კი გეუბნებით გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევარნი, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროვებთ და გდევნით.-(მათ. 5.44)

ღმერთის შვილი მოწოდებულია ყოველთვის და ყველაფერზე მადლობდეს უფალს იმისათვის, რომ ყოველი მისი ზრახვები ემსახურებიან ადამიანის კეთილდღეობას.

ილოცეთ განუწყვეტლივ. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში.-(1თეს. 5.17)

მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.-(ეფეს. 5.20)

ჩვენ გვწამს. რომ ღმერთს ესმის ლოცვები აღვლენილი მის მიმართ და გვისრულებს კიდეც მას.

და აჰა, რა სითამამე გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.-(1იოან. 5.14) იოან. 16.23; მარკ. 11,24-25; იოან. 14.13-14; მათ. 21.22; 2კორ. 12.8-9;

ლოცვას შეიძლება თან ახლდეს მარხვა.

მაგრამ მოვლენ დღენი და მაშინ იმარხულებენ.-(მარკ. 2.20)

ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მადლით განიდევნება.-(მათ. 17.21)

მარხვით ლოცვა შეიზლება იყოს მაშინ, როცა დიდი დარდია, საზოგადოებრივი უბედურების დროს.

ეკლესის მსახურების არჩევის დროს.(საქ. 13)

და სხვადასხვა მდგომარეობაში.-(მარკ. 9.29) 2კორ. 6.4-5

ქრისტეს ეკლესია

ჩვენ გვწამს, რომ ქრისტემ შექმნა ეკლესია.

ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ძალნი.-(მათ. 16.18) კოლ. 1.26; ეფეს. 3.9-10; რომ - 14.24-25;

ორმოცდამეათე დღიდან არსებობს სამყაროს(უხილავი), ადგილობრივი და ოჯახური ეკლესიები.

1)ქრისტეს სამყაროს ეკლესია-შედგება ზეცაში და დედამიწაზე მყოფ ქრისტეს სისხლით გამოსყიდული ადამიანებისაგან, ყოველი თაობისა და ერისა, ხალხისა და ტომისაგან.

მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს-ზეციურ იერუსალიმს და აურაცხელ ანგელოზების კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, ცაში, რომ არიან ჩაწერილი და ყველას განმკითხავს ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს.-

სამყაროს ეკლესია იწყებოდა, როგორც:

ა) ქრისტეს სხეული.

იგი არის ყოველივეზე წინ და ყოველივე მისით დგას, და ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ქონდეს პირველობა ყველაფერში.-(კოლ. 1.17-18) ეფეს. 1.2-23; 1კორ. 12.20-27

ბ) ქრისტეს პატარძალი

დაგნიშნეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმინდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.-(2კორ. 1.2) ეფეს. 5.27; გამოცხ. 19.7-9; 21.9-10

გ) სულიერი სახლი ანუ ღმერთის ტაძარი ამიტომ თქვენ უკვე აღარ ხართ უცხოები და ხიზნები, არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი აშენებულნი წინასწარმეტყველთა საძირკველზე. სადაც თვითონ იესო ქრისტეა ქვაკუთხედი, რომელზედაც მთეკლი შენაწევრებული შენობა წამოიმართება უფალში წმინდათა ტაძრად.-(ეფ. 2.19-21) 1პეტრ2.4-6; ებრ.3.6

ც) ქრისტეს სამწყსო

და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.-(იოან. 10.16) 21.15-17; 1პეტრ.5.2; ებრ. 13.20

ჩვენ გვწამს, რომ ყველა ქრისყეს მორწმუნენი, მაღლიდან შობილნი, მონათლულნი ( წყალში დაყვინთვით) სულიწმინდით ქრისტეს სხეულში, ქრისტეს ეკლესიის წევრები არიან.

ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში.-(იოან. 3.5) ეფეს. 1.13;; რომ. 8.9; ტიტ. 3.5-7

ადამიანი სამყაროს ეკლესიის წევრი ხდება რწმენით მიღებული ნათლობის შემდეგ.

მამანო, მსურს, რომ სადაც მე ვარ ისინიც ჩემთან იყვვნენ. რომელიც შენ მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან შემიყვარე წუთისოფლის შექმნამდე. (იოან. 17,24)

ჩვენ გვწამს, რომ მადლის პერიოდის დედამიწაზე დამთავრების შემდეგ, ქრისტეს ეკლესია იქნება ატაცებული ზეცაში ქრისტესთან შესახვედრად, რათა იქ გაიზიაროს საუკუნო დიდება მასთან ერთად.

ჩვენ ცოცხლად დარჩენილები.... ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოთ. –(1თეს/ 4.17)

სმყაროს ეკლესიასთან მიკუთვნება, არ ათავისუფლებს ადამიანს ადგილობრივ ეკლესიაში შესვლის აუცილობლისაგან.

ამგვარად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლენ და იმ დღეს შეემატა სამიათასამდე სული.-(საქ. 2.41)

2.ადგილობრივი ეკლესია.

ადგილობრივი ეკლესია არის განახლებული, ზეციდან შობილი სულთა კრებული, შეერთებული ერთი სიყვარულითა და იმედით. ნებაყოფლობით გაერთიანებული უფლისადმი ერთობლივი მსახურებისა და თავისი სულიერი საჭიროების დაკმაყოფილებისათვის.

ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხვასა და დალოცვაში იყვნენ.-(საქ. 2.42) მათ. 18.17; საქ. 14.23; 1კორ. 12.13 რომ. 8.9-14

ადგილობრივი ეკლესიის მოვალეობას წარმოადგენს;

ა) სახარების ქადაგება.-(მათ. 28.19; მარკ. 16. 15. 20; საქ. 20.24

ბ) მორწმუნეთა აღზრდა ისე, რომ მათ მიაღწიონ სიწმინდეს, ქრისტიანულ ღვთისმოსაობას და დაიცვან უფლის მცნებები და კანონები. –(მათ. 28.20; ეფეს. 3.18-19

გ) ქრისტიანული სიყვარულის გამრავლება, და ქრისტიანული ერთობის განმტკიცება, რომლის შესახებაც ლოცულობდა მაცხოვარი იესო ქრისტე. –(იოან. 17.21-23)

ადგილობრივი ეკლესიის წევრობა:

ადგილობრივ ეკლესიაში წევრად გახდომის პირობას წარმოადგენს; რწმენა, მონანიება და განახლება. მის შესახებ ადამიანი მოწმობს ღვთისა და ეკლესიის წინაშე ზეპირი აღიარებით; პირადი ცხოვრების მაგალითით და წყლის ნათლობის მიხედვით.

თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენათ.

ვინც მიიღო მისი სიტყვა, მოინათლენ და იმ დრეს შეემატა სამი ათასამდე სული. ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, ზიარებაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში იყვნენ.-(საქ. 2.41-42)

ღვთის მოსაობის შესანარჩუნებლად არსებობს ზემოქმედების ზომები:

1) შეგონება_ ეს ელაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალით, ნურც ნურავინ უგულებელგყოს შენ.-(ტიტ. 2.15)

2) შენიშვნა_ ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ სიტყვას ჩვენი წერილით, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.-(2თეს. 3.14)

3) გარიცხვა_ არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებთ, შეჩვენებული იყოს იგი.-(გალ.1.7-8)

ადგილობრივი ეკლესიიდან გარიცხვა ხდება შემდეგ შემთხვევაში:

1) სარწმუნოებიდან განდგომისას_ ებრ. 10. 35; 1კორ. 16.22

2) მწვალებლობისაკენ გადახრა_ ტიტ3.10

3) ცოდვაში ჩავარდნა_ მათ. 18.15-18; 1კორ. 5.11-13; 2თეს. 3.6

ადგილობრივი ეკლესიის მოწყობა:

ყველა ადგილობრივი ეკლესია ეკუთვნის ღმერთს.

გაუფრთხილდით თქვენს თავს და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურეთაც სულიწმინდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.-(საქ. 20.28)

ღვთის ნებასურვილით ყველა ეკლესიას აქვს დადგენილი წესრიგი

ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის კი არ არის, არამედ მშვიდობისაა, როგორც წმინდანთა ყველა ეკლესიაში. ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს.-(1კორ. 14.33.40)

უფალი ეკლესიის მსახურს აყენებს თავისი მოწოდებისდა მიხედვით და ეკლესიის ნების თანახმად. მსახურის არჩევის უფლებამოსილება ეკუთვნის ეკლესიას.

მან დააყენა ერთნი, მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი-მახარებლად, ზოგნი მწყემსებად და მოძღვრებად, რათა სრულეყო წმინდა მსახურების საქმისათვის ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად.-(ეფეს. 4.11-12); საქ.6.2-7; 13.1-3; 1კორ. 12.28-29; ტიტ. 1.5

ხუცესნი ვალდებულნი არიან მწყწმსონ უფლის ეკლესია.

გაუფრთხილდით თქვენს თავს და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურეთაც სულიწმინდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.-(საქ. 20.28)

ეკლესიის წევრები სახარების სწავლებით დაარიგონ

ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორ გადამცემად.-(საქ. 20.28)

სუსტნი გაამაგრონ მოწინააღმდეგენი ამხილონ.(საქ. 20.35). დიაკვნები მოწოდებულნი არიან, ხუცესებს დაეხმარონ მსახურებაში.(საქ. 6.1-4)

ეკლესიაში შეიძლება იყვნენ დიაკონისები და კიდევ სხვა ამორჩეული მსახურები._ 1კორ. 12.28; რომ. 16.1; 12.7-8

ხუცესები დიაკვნები და სხვა ამორჩეული მსახურები მონაწილეობას იღებენ სულიერი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში

მოციქულები და ხუცესები შეიკრიბნენ საქმის გასარჩევად.-(საქ. 15.6)

შეიძლება ეკლესიის მსახურები იღებდნენ ხელფასს ეკლესიისაგან.

ასევე უფალმა დააწესა სახარების მქადაგებლების სახარებისაგან ცხოვრება.-(1კორ, 9.14) მათ. 10.10; გალ. 6.6; 1ტიმ. 5.17-18

ეკლესიის მსახურზე ხელდასხმა ეკლესიის მიერ არჩეული ხუცესები, დიაკვნები და სხვა მსახურები უნდა შეესააბამებოდნენ წმინდა წერილს._ საქ. 6.3; 1ტიმ. 3.1-12;

ისინი მიეძღვნენ მათზე ხელდასხმის მოხდენის შემდეგ._საქ.6.1-6; 13.3; 14.23;1ტიმ.4.14

ხელდასხმა კარგავს ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსახური, ჩავარდება ცოდვაში და ეკლესიიდან გაირიცხება. (ებრ. 12.15-17; ეზეკ. 44.10-13; მალ. 2.7-9

ეკლესიის წევრების მოვალეობანი:

ეკლესიის წევრებმა უნდა შეინახონ ბოლომდე უფლისადმი მორჩილება და ერთგულება. აგრეთვე დაიცვან ერთიმეორის მშვიდობა და სიყვარული. 1 მეფ. 15.22-23; გამოცხ. 2.10

ვალდებულნი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის ძმებო როგორც ღირსია, იმიტომ რომ უარესად იზრდება თქვენი რწმენა და მოვალეობა ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთიმეორის მიმართ.-(2თეს.1.3) იოან. 13.34-35; 1იოან.3.11;1პეტრ. 1.22; იოან. 15.12.17.

ყველა ეკლესიის წევრი ვალდებულია დაემორჩილოს ეკლესიის მსახურთ.---1პეტრ.5.5; ებრ. 13.17; ილოცოს მათთვის. კოლ. 4.3; და დაიცვას ეკლესიის ერთიანობა. ფილ. 1.27; 2.2; რომ. 15.5-6; 17.7

ეკლესიის წევრებმა დიდი გულმოდგინებით უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორც საერთო ეკლესიის ცხოვრებაში, ისე მის მატერიალურ დახმარებაში._ 1კორ. 12.25-26; რომ. 12.13; 2 კორ, 9.7-8

ყველა ეკლესიის წევრი მოწოდებულია რათა რეგულარულად დაესწროს ეკლესიაში ღვთის მსახურებებს და ღირსეულად მიიღოს მონაწილეობა ზიარებაში.

არ მივატოვოთ ჩვენი შესაკრებელი, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ.-(ებრ. 10.25; ფს. 15.3; 26.4; 121.1; .კორ. 11.26-28; საქ. 2.42

წყლით ნათლობის შესახებ:

ჩვენ გვწამს, რომ რწმენით წყლით ნათლობა არის იესო ქრისტეს მცნებების შესრულება და რწმენის დამოწმება. აგრეთვე ღმერთისადმი მორჩილების გამოხატვა. იგი არის სუფთა სინდისით ღმერთისადმი დადებული საზეიმო პირობა.

წადით მთელს წუთისოფელში და ყოველ ქმნილებას უქადაგეთ სახარება. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდებული იქნება.-(მარკ.16.15-16) საქ. 2.38;22.16

რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით. იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისადმი შეპირება იესო ქრისტეს აღდგომით.-(1პეტრ.3.21)

ღმერთის სიტყვის მიხედვით წყლითნათლობა სრულდება იმათზე, ვინც ირწმუნა იესო ქრისტე, როგორც საკუთარი მხსნელი, ვინც მოინანია და დაიბადა ზეციდან.

აჰა წყალი, და რა მაბრკოლებს, რომ მოვინათლო?- უთხრა მას ფილიპემ; თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება- მიუგო და უთხრა მას; მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა.- და უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ, და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა იგი. –(საქ. 8.36-38)

ნათლობას ასრულებს ეკლესიის მსახური, მოსანათლის წყალში ერთჯერადი ჩაყვინთვით სახელითა მამისა და ძისა სულიწმინდისა.

წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა ძისა და სულიწმინდის სახელით.-(მათ. 28.19)

მორწმუნის ნათლობა სიმბოლურად ნიშნავს მის სიკვდილს, დამარხვასა და შემდეგ ქრისტესთან ერთად აღდგომას. (რომ. 6.3-5) გალ.3.26-27; კოლ. 2.11-12

ნათლობის დროს მსახური მომნათვლელი მოსანათლს ეკითხება; გწამს, რომ იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა?პირობას აძლევ ღმერთს, რომ ემსახურები მას სუფთა სინდისით? (საქ. 8.37; 1პეტრ. 3.21) მოსანათლის დამაკმაყოფილებელი პასუხის შემდეგ მსახური ამბობს; თანახმად შენი რწმენისა, გნათლავ სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა. - და ორივე იძახის ამინ.- ნათლობის შემდეგ მსახური მონათლულზე ასრულებს ხელდადებით ლოცვას.

ზიარების შესახებ:

ჩვენ გვწამს, რომ ზიარება არის იესო ქრისტეს მცნება, ჯვარზე მისი სიკვდილის მოსაგონებლად და საუწყებლად.

უფალმა იესო ქრისტემ აიღო პური მადლი შესწირა, გატეხა და თქვა; მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის დამტვრეული, ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად. ასევე აიღო სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა; ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად რამდენჯერაც სვავდეთ. რადგან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს.-(1კორ.11.23-26; მათ. 26.26-28; ლუკ. 22.17-20

ზიარება გამოხატავს ჩვენს ურთიერთობას და ქრისტესთან და ერთმანეთთან. 1კორ. 10.16-17

პური და ღვინო მიგვითითებს ქრისტეს სხეულსა და სისხლზე. მათ. 26.26-28

ზიარება შესრულებული იქნება დედამიწაზე მანამ, სანამ ქრისტე არ მოვა მეორედ.1კორ. 11.26

ზიარებაში მონაწილეობას იღებენ ეკლესიის ის წევრები, რომლებიც მშვიდობაში არიან ღმერთთან, ისე ეკლესიასთან. 1კორ. 11.27-29; მათ. 5.23-24

კვირა დღის შესახებ:

ჩვენ გვწამს, რომ კვირის პირველი დღე იყო ის დღე, როდესაც მაცხოვარი იესო ქრისტე აღდგა ჩვენს გასამართლებლად. მათ. 28.1; მარკ. 4.25

ეს დღე ქრისტეს აღდგომისა არის უდიდესი საზეიმო დღე ქრისტიანებისათვის. 1კორ. 5.7-8

პირველი და მეორე შეკრება მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესი თავის მოწაფეებთან შედგა კვირის პირველ დღეს(კვირას). იოან. 20.19-26;

სულიწმინდის მოფენაც შედგა კვირის პირველ დღეს(კვირას). საქ.2.1

იოანე მოციქულის გამოცხადებაც მოხდება კვირის პირველ დღეს. გამოცხ. 2.1

კვირა დღე, როგორც უფლის დღე უნდა იყოს ჩვენთვის წმინდა დღე, ამ დღეს უნდა მივიდეთ ეკლესიაში, ვილოცოთ, კეთილი საქმეები ვაკეთოთ. ერთი სიტყვით ეს დღე უნდა მივუძღვნათ ღმერთს. საქ. 2.24; 1კორ. 16.1-2; ლუკ. 1.27; 1პეტრ. 1.5-9;

ქორწინებისა და ოჯახის შესახებ:

ჩვენ გვწამს, რომ ქორწინება ღმერთისგან არის დადგენილი. დაბ. 2.18,24

ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთდახმარებისა და მხარში ამოდგომის კავშირია. კაცობრიობის მოდგმის გაგრძელებისა, სიყვარულით და თანხმობით ცხოვრების გზის ერთობლივი გავლისათვის, ვიდრე მათ სიკვდილი არ დააშორებს. ეფეს. 5.22-23; 1პეტრ. 3.1-7; 1კორ. 7.38;

წმინდა წერილის თანახმად, მამაკაცს შეუძლია ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი, ქალსაც ჰყავდეს ერთი ქმარი.

სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყოველ მამაკაცს ჰყავს თავისი ცოლი და დედაკაცს თავისი ქმარი. –(1კორ. 7.2)

მეუღლეთაგან ერთერთის სიკვდილის შემთხვევაში, ღმერთის სიტყვა არ კრძალავს ცოცხლად დარჩენილი მეუღლის ხელახლა ქორწინებას, მაგრამ მხოლოდ უფალში.

ცოლი რჯულით შეკრულია, სანამ ცოცხალია მისი ქმარი, ხოლო თუ ქმარი მოუკვდება, თავისუფალია გაჰყვეს ვისაც სურს, ოღონდ უფალში. – (1კორ. 7.39)

ჩვენ ვაღიარებთ, რომ განქორწინება დაუშვებელია რადგან წერია; ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე ნუ დააშორებს კაცი.-(მათ. 19.6)

მაგრამ მეუღლეთაგან ერთერთის მრუშობის, ან ოჯახის ბოროტი ზრახვით დატოვებისას _ განქორწინება და განმეორებითი ქორწინება უცოდველი მხარისათვის, ღმერთის სიტყვის თანახმად, შესაძლებელია დაშვებულ იქნას.

ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დაე გაეყაროს. ამ შემთხვევაში არც და, და არც ძმა შეკრულნი არ არიან, ვინაიდდან მშვიდობისათვის გვიხმო უფალმა.-(1კორ. 7.15)

ქორწინება არის რა ღმერთის დადგენილება, მოქალაქეობრივადაც ფორმდება ქვეყნის კანონით, ხოლო ეკლესიაში ღებულობს კურთხევას უფლის სიტყვის დარიგებითა და ეკლესიის ლოცვის საშუალებით.

და ყოველივე რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით ყოველივე გააკეთეთ აფალ იესოს სახელით და მის მიერ ჰმადლობდეთ მამა ღმერთს.-(კოლ. 3.17)

ჩვენ გვწამს, რომ შვილები და ოჯახი წარმოადგენს ღმერთის ძვირფას საჩუქარს. ფს. 126.3

მშობლები პასუხისმგებელნი არიან შვილების სულიერ აღზრდაზე. კოლ. 3.21; ეფეს. 6.4; მათ. 18.6-7; ფს. 77.3-8

იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე და სასამართლოზე:

ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტე მოვა მეორედ ძალითა და დიდებით.

ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, როგრც ზეცად აღმავალი იხილეთ.---საქ.1.11; მათ. 25.31; 26.64; 1თეს. 1.10; 2თეს.1.7; გამოცხ. 1.7

ქრისტეს მეორედ მოსვლის ძალითა და დიდებით, წინ უნდა უსწრებდეს; აღდგომა ქრისტეში მიცვალებულთა,აგრეთვე იმ უფლის შვილების გარდაქმნა, რომლებიც ცოცხლები შეესწრებიან უფლის მეორედ მოსვლას, აგრეთვე უფლის ეკლესიის ატაცება და მათი შეხვედრა ქრისტესთან ღრუბლებში.

ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე დაღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, შემდეგ კიჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოთ. 1თეს. 4.16-17; 1კორ. 15.51-57; ფილ. 3.21; 1იოან. 3. 2

ჩვენ გვწამს,უფლის სასამართლო, დახსნილთათვის.

ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა-კეთილს თუ ბოროტს.-2კორ. 5.10

ვისი საქმეც, რომელსაც ის აშენებდა, გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.- 1კორ. 3.14; 1პეტრ. 5.4; 1კორ. 9.24-25; 2ტიმ. 4.7-8

ჩვენ გვწამს აგრეთვე, აღდგომა ყველა მიცვალებულთა და სამართლიანი სასამართლო უფლისა_დიდი თეთრი ტახტის წინ.

ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. გამოცხ. 20.11-12

დიდი თეთრი ტახტის სასამართლოს შემდეგ დადგება მარადისობა. ზოგისთვის ის იქნება ბედნიერება, ზოგისთვის მარადიული ტანჯვა.

კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისათვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი სამსჯავროს აღდგომისათვის.- იოან. 5.29

ჰე, მალე მოვალ! ამინ. ჰე მოდი უფალო იესო. გამოცხ. 22.20

სახელმწიფოსთან დამოკიდებულება:

ჩვენ გვწამს, ხელისუფლებები დადგენილნი არიან ღმერთისაგან.

არ არსებობს ხელისუფლება თუ არა ღმერთისაგან. ხოლო არსებულნი ღვტის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ, ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.- რომ.13.12

ქრისტიანი თავისი ქვეყნის სამაგალითო მოქალაქე უნდა იყოს, იგი მოწოდებულია დაემორჩილოს ხელისუფლებას. არა მარტო სასჯელის შიშით არამედ სინდისითაც.- რომ. 13.5-7; მარკ. 12.17; 1პეტრ. 2.13-17

როგორც თავისი ქვეყნის მოქალაქეები, ქრისტიანები მოწოდებულნი არიან.. ყველას მიაგონ კუთვნილი -ე.ი. შეასრულონ ქვეყნის კანონები. ლუკ. 3.14; 1კორ.7.21; 1პეტრ. 2.13-14; რომ.13.1-7

ქრისტიანები ვალდებულნი არიან ღვთისმოსავი ცხოვრებითა და ლოცვის საშუალებით ებრძოლონ ყოველგვარ ბოროტებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეხმარებოდნენ სიკეთისა და სამართლიანობის გამარჯვებას. რომ. 12.17; 1კორ. 7.21;; ფილ. 4.8; 1პეტრ. 3.11; რომ. 14.19; ებრ.12.14

ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვილოცოთ მთავრობისათვის, რათა მათთვის ჩაბარებული ხელისუფლება მოახმარონ მშვიდობის შენარჩუნებასა და მართლმსაჯულებას.

იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდრეობისათვის, სადაც დაგასახლეთ, უფალს შეავედრეთ იგი, რადგან მისი კეთილდღეობით, თქვენც კეთილდრეობაში იქნებით.—(იერ. 29.7) 1ტიმ. 2.1-2

ჩვენ გვწამს რომ ქრისტეს ეკლესია ამქვეყნიური არ არის.

მიუგო იესომ; ჩემი სამეფო არ არის სააქაო.-იოან. 18.36

ეკლესია თავის მოღვაწეობისას სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში ხელმძღვანელობს ქრისტეს სიტყვებით: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმერთისა. მათ. 22.11


d