About us

ბაბტისტური ეკლესიის ისტორია საქართველოში




საქართველო 4-ე საუკუნიდან ითვლება ქრისტიანულ ქვეყნად, მრავალი საუკუნის მანძილზე განიცდიდა შევიწროვებას და თავდასხმებს რწმენის გამო და ღვთის წყალობით მან მრავალი ომის მიუხედავად დღევანდლამდე მოაღწია.

დღეს-დღეობით საქართველო ითვლება მართლმადიდებლურ ქვეყნად.

ბაბტისტური ეკლესია საქართველოში გამოჩნდა 19 საუკუნის დასასრულს. ერთ-ერთი გერმანელი ბისნესმენი მარტინ კალვეითი დროებით ცხოვრობდა თბილისში.

ბიზნესის პარელელურად მსახურობდა მისიონერად, მას ჰქონდა რუს მალაკნელებთან ურთიერთობა და პირველი ვინც ირწმუნა იყო ნიკიტა ვორონინ ისაევის ძე.

1867 წელს ნიკიტა ვორონინმა მიიღო ნათლობა თბილისში, მდინარე მტკვარში. და აი აქედან დაიწყო ბაბტისტური ეკლესიის ისტორია საქართველოსა და კავკასიაში.

თავდაპირველად ბაბტისტური ეკლესია შედგებოდა 10-12 ადამიანისგან, ყოფილი მალაკნელებისგან. რომლებისც ძალიან სწრაფად იზრდებოდნენ არა მარტო რუსებს შორის არამედ ქართველებსა და სომხებს შორისაც.

ქართული ბაბტისტური ეკლესიის დამაარსებლად ითვლება ილია კანდელაკი, ასევე ივან ობახიძე ილიას ძე...

კანდელაკი ცხოვრობდა ქალაქ ვილნეში - დღევანდელი ვილნიუსი რომელიც მდებარეობს ლიტვაში...

1960 წელს მან მიიღო რწმენა და დაბრუნდა თბილისში. ივანე კობახიძემ მიიღო რწმენა პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წელს, ის ამ დროს საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა, იგი 1917 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო მისიონერული მოღვაწეობა.

1919 წლის 24 მარტს ქართული ბაბტისტური ჯგუფი გამოეყო რუსულ ბაბტისტურ ეკლესიას და დაიწყო ქართულ ენაზე საეკლესიო მსახურება, ამის შემდგომ ასევე ჩამოყალიბდა თბილისში სომხურ ენოვანი ბაბტისტური ეკლესია.

ბაბტისტური ეკლესიის განვითარება ხორციელდებოდა მძიმე სიტუაციაში, რადგან დიდი აგრესია იყო გამოხატული მეფის რუსეთისაგან და ასევე მართლმადიდებლური ეკლესიისაგან.

თავიდან მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ხოლო 1926 წლიდან ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყეს ბაბტისტური ეკლესიის დევნა.

1927 წელს ბოლშევიკები ჩაუსაფრდნენ ილია კანდელაკს, რომელიც იმ დროს ღვთის მსახურებას ატარებდა წინანდალში... იგი იქნა მოკლული ბოლშევიკების მიერ. თუმცა კანდელაკი წინასწარ იყო გაფრთხილებული მისი ლიკვიდაციის გეგმის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ ბაბტისტური ეკლესიის ისტორია დაკავშირებულია დევნასთან და შევიწროვებასთან, ეკლესიას არ შეეძლო მიეღო მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შემდეგი ეტაპი ისტორიისა დაკავშირებულია სტანილურ რეპრესიებთან. 1937 წლიდან დაიწყო მასიური დაპატიმრება ბაბტისტური ეკლესიის ლიდერების და მრავალი ეკლესია იქნა დაკეტილი, თუმცა მორწმუნეები განაგრძობდნენ იატაკ-ქვეშ ღვთის მსახურებას.

მხოლოდ 1944 წლიდან დასავლეთის ქვეყნების ზეწოლით სტალინმა დართო ნება, რომ გაეხსნათ ეკლესიები და დაეწყოთ ღვთისმსახურება.

ბოლო პერიოდი ბაბტისტური ეკლესიის აღმასვლის წლებად ითვლება. თბილისის ბაბტისტურ ეკლესიასთან პარალელურად მსახურებები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოშიც. პატარა ჯგუფები იყო წარმოშობილი ასევე სხვა და სხვა რაიონებში.

60-ან წლებში 13-დან 16-მდე ბაბტისტური ეკლესია არსებობდა. ბაბტისტური ეკლესიის ისტორიის შემდეგი პერიოდი დაკავშირებულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდთან.

1990 წელს ჩამოყალიბდა ქართული ბაბტისტური ეკლესიების კავშირი, რომელიც გამოეყო არა მარტო საერთაშორისო ბაბტისტურ კავშირს არამედ კავკასიისასაც, ამ კავშირის პირველი არჩეული პრეზიდენტი იყო გურამ ჰუმელაშვილი, რომელიც გადარჩეულ იქნა 1994 წელს.

ამ პერიოდში 1990-1995 წლებში საქართველოში მიმდინარეობდა ევანგელური მოძრაობა. ეკლესიების რაოდენობამ მიაღწა 70-ს და პარალელურად ჯგუფების რაოდენობაც ამდენივე იყო.

ბაბტისტური ეკლესიის მორწმუნეთა რიცხვი აღემატებოდა 5 000 ადამიანს. 1994 წელს იქნა არჩეული ახალი პრეზიდენტი - მალხაზ სონღულაშვილი, ამ დროიდან დაიწყო ბაბტისტური კავშირისა და ეკლესიების რეგრესია...

ამის მიზეზი იყო ის, რომ კავშირის ახალმა პრეზიდენტმა დაიწყო ეგრეთწოდებული რეფორმა, ბაბტისტური ეკლესიის მიახლოვება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან რიტუალებითა და საღვთისმეტყველო ატრიბუტიკით.

ლიდერთა ნაწილი მას მხარს უჭერდა, ხოლო მეორე ნაწილი წინააღმდეგი იყო, რის შედეგადაც კავშირი დაიშალა 4 ნაწილად რის შედეგადაც შემცირდა ეკლესიათა რიცხვი და შეჩერდა გამოღვიძებაც.

დღეისათვის არსებობს ყოფილი ბაბტისტური კავშირი, რომლის შემადგენლობაშიც არის 12-15 ეკლესია..

ბაბტისტური კავშირის დაშლის შემდგომ წარმოიქმნა ბაბტისტური ეკლესიების ახალი კავშირი, რომელიც მოიცავს 24 ეკლესიას..

ამათ გარდა არსებობს 8 ავტონომიური ეკლესია და კიდევ გამოყოფილი ეკლესიები და ჯგუფები, რომლებიც სხვებისაგან იმყოფებიან თვითიზოლაციაში...

დღეისათვის საქართველოში გამეფებულია მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც აგრესიულ დამოკიდებულებაშია პროტესტანტულ, სახარებისეულ ეკლესიებთან...


d