About us

მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე! ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.


ფსალმუნები თავი 61

1
გუნდის ლოტბარს. იედუთუნისთვის. ფსალმუნი დავითისა. მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან მოდის ჩემი ხსნა.

2
მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი მაღალი კოშკი; აღარ დავეცემი მეტად.

3
ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს, და გსურთ მისი დაქცევა, როგორც დაკიდული კედლის, მორყეული ყორის?

4
განიზრახავენ მის სიმაღლიდან გადმოგდებას; მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან.

5
მხოლოდ ღმერთს ელოდება წყნარად ჩემი სული; რადგან მისგან მოდის ჩემი იმედი.

6
მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე; არ დავეცემი.

7
ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; კლდე ჩემი ძალისა და ჩემი თავშესაფარი ღმერთის მიერაა.

8
მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე! ღმერთია ჩვენი თავშესაფარი.

9
მხოლოდ არარაობა არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველა ერთად არარაობაზე უარესია.

10
არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი, ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

11
ერთხელ თქვა ღმერთმა, ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა.

12
და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.


d