About us

უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.


ფსალმუნები თავი 10

1
გუნდის ლოტბარს. დავითისა. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: “გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში.

2
რადგან აგერ, ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.

3
თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ქნას?”

4
უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.

5
უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.

6
აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.

7
რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.


d