About us

8 გზა ცდუნების დასაძლევად


ჩვენ ყველანი უამრავი საცდურის წინაშე ვდგავართ, ღმერთს უნდა რომ ჩვენ შევებრძოლოთ მათ. განვიხილავთ 8 გზას თუ როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება.

1.ილოცე სანამ ცდუნდები.

იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს რომ ეთხოვათ ღმერთისთვის, „ და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“. და როგორც მან გვითხრა რომ ვილოცოთ, „ პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.“ კარგია, რომ ვთხოვოთ ღმერთს რომ გვიხსნას საცდურიგან და ბოროტისაგან დღეს.

2. აარიდე თავი. კარგი გაქცევა უკეთესია ვიდრე ცუდი დაცემა.

დადექი ცოდვისგან რაც შეგიძლია შორს. არ იფიქრო რომ არ დაეცემი. თუ შენ დაიქირავებ ვინმეს, რომ გადაატანინო ყველაზე ფასეული ნივთები შენი საკუთრებიდან, შენ არ ეტყვი მათ რომ სცადონ კლდის ნაპირთან რამდენად ახლოს შეძლებენ მანქანის გატარებას. იგავების მე-7 თავში „ახალგაზრდა გულუბრყვილო კაცი“ შებინდებისას დახეტიალობს ქალის სახლთან და უბრალოდ ისე „ხდება“ რომ მიირბენს მასთან. ქალს მეძავივით აცვია. ის ეუბნება რომ მისი ქმარი წასულია და აღუწერს თავის სურნელოვან საწოლს. საბოლოოდ ის მიჰყვება ქალს დასაკლავი ხარივით. სატანის მიერ მოხიბლული ევა განსაცდელში ჩავარდა იმის ყურებით, თუ როგორ გემრიელად გამოიყურებოდა ნაყოფი. თავი აარიდე ცდუნებას. დადექი შორს ბნელ პარკში მდგარი მანქანიდან.

3.მოახდინე საღვთო წერილების ციტირება.

ეს არის გზა, რომლითაც იესომ დაძლია ცდუნება. როდესაც შენ ბუზღუნებ, გაახსენე შენს თავს -„ მარადის იხარე“. როდესაც ცდუნების წინაშე ხარ რომ უხეში პასუხი გასცე, გაიხსენე-„ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას“. როდესაც წვალობ შეცდომის გამოსწორებისთვის გაახსენე შენს თავს – „ ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება , თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“. რა თქმა უნდა, ის რომ წმინდა წერილის ციტირება მოვახდინოთ ცდუნებისას ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ის, რაც ნიშნავს რომ რეგულარულად უნდა მივიღოთ იგი.

4. ილოცე ცდუნებაში ყოფნისას.
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.

ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის. ( ებრ. 4)

5. სთხოვე ძმას ან დას რომ ილოცოს შენთან ერთად.

ეკლესიასტეს 4:12 ამბობს „თუ ერთს დაჯაბნის ვინმე, ორნი აღდგებიან მის წინააღმდეგ; სამმაგი თოკი მალე აე გაწყდება“.

6.სთხოვე ვინმეს რომ იყოს პასუხისმეგებელი შენს დაჭერაზე.

ერთხელ მეგობარმა მითხრა, „ მარკ, როცა მე დავბრუნდები ჩემი ბიზნეს მოგზაურობიდან ამ კვირაში, შეგიძლია მკითხო ვუყურე თუ არა ტელევიზორს სასტუმროს ოთახში? როცა მე მარტო ვარ მოგზაურობისას, მე ვარ საცდურის წინაშე რომ ვუყურო ცუდ მასალას. იმის ცოდნა რომ შენ მკითხავ ამის შესახებ დამეხმარება მე რომ ვებრძოლო ცდუნებას.

7.გახსოვდეს ღმერთის ერთგულება.

”ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეძლოთ“ (1 კორ. 10:13). ღმერთი არასოდეს დაუშვებს რომ ვცდუნდეთ იმ ძალის მიღმა რასაც ის გვაძლევს, და თუ ჩვენ ვთხოვთ ის „გამოსავალსაც გაგვიჩენს“ რათა გადავლახოთ ცდუნებები.

8.შეახსენე შენს თავს რომ ცოდვას აქვს შედეგები.

გაიხსენე გალატელთა 6:7 –„ნუ ცდუნდებით, ღმერთი დასაცინი არ ხდება, ვინაიდან, რასაც თესავს კაცი, იმას იმკის.“

როცა დავითმა უღალატა თავის ცოლს ბათ-შებაყთან და მოაწყო მისი ქმრის სიკვდილი, ღმერთმა აპატია მას, მაგრამ უთხრა რომ მახვილი აღარ მოშორდებოდა მის სახლს, მისი ოჯახის წევრები დიდ ზიანს მიაენებდნენ დავითს და ბავშვი რომელიც ეყოლებოდა ბათ-შებაყისგან მოკვდებოდა.(2სამ.12:10-14)

ასე რომ შევაჯამოთ მოკლედ:

ილოცე სანამ ცდუნდები

აარიდე თავი

მოახდინე წმინდა წერილის ციტირება

ილოცე ცდუნებაში ყოფნისას

სთხოვე ძმას ან დას რომ ილოცონ შენთან ერთად

სთხოვე ვინმეს რომ პასუხისმგებელი იყოს შენს დაჭერაზე

გახსოვდეს ღმერთის ერთგულება

გაახსენე შენს თავს რომ ცოდვას აქვს შედეგები


d