About us

რწმენის ძალა


იაპონური იგავი

იაპონელმა სახელგანთქმულმა მეომარმა სახელად ნობუნაგამ გადაწყვიტა მტრისთვის შეეტია, რომელიც რიცხოვნებით 10 – ჯერ აღემატებოდა მის ჯარს. მრავალრიცხოვანი, სასტიკი მტრის შიშს ხალხში დაესადგურებინა და ის ფიქრობდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხებინა იგი და გაეფანტა შიშის სქელი ღრუბელი. მას სჯეროდა, რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ მის ჯარისკაცებს ეჭვი ეპარებოდათ ამაში. გზად მხედართმთავარი ტაძართან გაჩერდა და თავის ხალხს უთხრა:

– მას შემდეგ, რაც მე ტაძრიდან დავბრუნდები, მონეტას ჰაერში ავაგდებ. თუ “ბორჯღალო” მოვა – ჩვენ გავიმარჯვებთ თუ “საფასური” – დავმარცხდებით. ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა.

ნობუნაგა ტაძარში შევიდა და მდუმარედ ილოცა. გამოსვლისას მან მონეტა ჰაერში ააგდო და “ბორჯღალო” დაეცა. ამის შემდეგ მისმა ჯარისკაცებმა ისეთი მონდომებით იბრძოლეს, რომ სახელოვანი გაიმარჯვება მოიპოვეს.

– ბედის შეცვლა არავის შეუძლია. – განაცხადა ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთმა მსახურმა.

– რა თქმა უნდა არა, – უპასუხა ნობუნაგამ და მონეტა ჰაერში ასწია, რომლის ორივე მხარეს “ბორჯღალო” იყო გამოსახული…


d